`მოგესალმებით ბ-ნო მინისტრო, პატივცემულო სტუმრებო.
მე დარბაზში რომ ვმჯდარიყავი, ვიფიქრებდი, რომ ისრაელის წარმომადგენელი ტელეფონზე თამაშობს. მინდა გითხრათ, რომ ყოველი ებრაელი, რომელიც ცხოვრობს ისრაელის გარეთ, ყოველ წუთს უყურებს ტელეფონს და ახალ ამბებს, რადგან ნახევარი საათის წინ ტერორისტებმა იერუსალიმში მოკლეს ორი ებრაელი, დაჭრეს ოცი, მათგან, როგორც შემატყობინეს, ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი იყო. ეს არის ქვეყნისა და მის გარეთ მცხოვრები მისი მოქალაქეების ურთიერთობების მაგალითი.
მსურს თქვენს წინაშე წარვდგე მოხსენებით ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის შესახებ.
სანამ ლექციას დავიწყებდე, მინდა, გაჩვენოთ ათი შეკელი, რომელიც ალბათ დაახლოებით 3 დოლარს უდრის. აქ ჩანს ქვეყნის დამოკიდებულება, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისადმი. ისრაელის ქვეყანა თავის ეროვნულ კუპიურაზე წერს: `გამოგზავნეთ ჩემი ხალხი!~ ეს მიუთითებს ისრაელის ძლიერებასა და მის მჭიდრო კავშირზე დიასპორასთან.
ვიდრე გავაგრძელებდე, მსურს, გაჩვენოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჩვენი ორგანიზაციის საქართველოში 25-წლიანი საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც ჩვენი მესიჯები უფრო ადვილი აღსაქმელი იქნება.
ებრაელებმა დღემდე გამოიარეს 3000-წლიანი ტანჯვა, 2000-წლიანი ოცნება, ამ ოცნების განხორციელებაზე დღემდე მუშაობს 1800 ორგანიზაცია. უშუალოდ სახელმწიფოს იდეის ხორცშესხმას კი ამ იდეის გაჩენიდან 180-წლიანი გეგმარება დაჭირდა.
180-წლიანი დაგეგმვა
წარმოგიდგენთ ქრონოლოგიურად იმ მოვლენებს, რომელიც მსოფლიოში გაფანტული ებრაელების ისრაელზე ზრუნვის ნათელი მაგალითია:
1843 - „ბნე ბრით“ - განათლება, მხარდაჭერა, 12 რეპატრიანტი გერმანიიდან
1897 - პირველი სიონისტური კონგრესი - ებრაული სახელმწიფოს იდეა (თეოდორ ჰერცელი)
1903 - „კერენ კაიემეთ ლეისრაელ“ - ეროვნული ფონდი ისრაელისათვის, იწყება მიწების შესყიდვა ისრაელში.
1914 - „ჯოინთი“, ფონდი - ებრაელების ხსნა (გადარჩენა)
1920 - „კერენ აიესოდ“, ძირითადი ფონდი, რომელიც მუშაობს თანხების მოზიდვაზე
1929 - ებრაული სააგენტო (სოხნუთი), მას მეორენაირად მსოფლიო ებრაული პარლამენტის ჰქვია, მუშაობს ებრაელთა რეპატრიაციაზე
1939 - ებრაული შემოწირულობა თანხები (UJA), რომელიც წელიწადში 1 მლრდ დოლარით ეხმარება დღემდე ებრაულ საქმეს.
1948 – იქმნება ისრაელის სახელმწიფო
1950 - „ბონდს“, ისრაელის ფასიანი ქაღალდები, ეკონომიკური მხარდაჭერა, დღემდე ისრაელს დაეხმარა 40 მლრდ დოლარით, ეს თანხები მიმართულია სახელმწიფოს განვითარებაზე.
1951 – აშშ-ში ამერიკელი ებრაელები ქმნიან უმსხვილეს ლობისტურ ორგანიზაციას AIPAC, რომელიც დღემდე ისრაელზე ზრუნავს.
1956 – ლობისტური ორგანიზაცია „პრეზიდენტების კონფერენცია“, 50 ორგანიზაციის გაერთიანება
2008 – მსხვილი ლობისტური ორგანიზაცია J Street, რომელიც მუშაობს ისრაელისთვის ყველაზე აქტუალურ _ მშვიდობის საკითხზე.
2014 - „ისრაელის სახლი“, დაარსდა საქართველოში და მუშაობს ისრაელის მხარდაჭერაზე _ ჰასბარა.
ისრაელის სახლის გახსნას წინ უსწრებდა ისრაელის საგარეო პოლიტიკის ერთგვარი ჩავარდნა საგარეო ასპარეზზე ისრაელის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მოპოვების საქმეში. ჩვენი ინიციატივით გაიხსნა თბილისში „ისრაელის სახლი“, რომელიც სწორედ ამ მიზანს „ჰასბარას“ (ისრაელის ახსნა-განმარტებას) ემსახურება. ეს არის საკმაოდ წარმატებული მოდელი, რომელიც მომავალი წლიდან ამუშავდება და გადავიტანთ უკვე ბალტიისპირეთისა და სხვა ქვეყნებში.
პარალელები
ძლიერი საქართველო = ძლიერი ქართველები მსოფლიოში
თითოეული ებრაელი გრძნობს, რომ ძლიერია მაშინ, როდესაც ძლიერია ისრაელის სახელმწიფო. მანამ იარსებებს ისრაელის სახელმწიფო, ებრაელი მთელს მსოფლიოში იქნება დაცული და ძლიერი, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გაუსწორდნენ ებრაელებს გასულ საუკუნეში, როდესაც ნაცისტურ რეჟიმს 6 მლნ ებრაელი ემსხვერპლა. ამას გრძნობს ყველა ებრაელი და ცდილობს, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი სახელმწიფოს ძლიერებისათვის, ეს კარგი მაგალითია საქართველოსთვის. მინდა მოვიყვანო ასეთი მაგალითი: ბევრჯერ მინახავს ძალიან ღარიბი ტურისტი ისრაელიდან, რომელსაც ქართველი, საკმაოდ შეძლებული ბიზნესმენი, ესაუბრება 10 მლნ დოლარის ინვესტიციაზე. ამას აქვს ერთი ახსნა: ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა და შესაბამისად, მისი თითიეულ მოქალაქეს აქვს ძლიერი ბიზნესმენის იმიჯი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი საქართველო იმოქმედებს, პირველ რიგში, იმ ქართველების იმიჯზე, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ.
მინდა, მოვიყვანო ჯონ კენედის სიტყვები, რაც ალბათ აქტუალურია არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ სხვა ერებისთვისაც. „არ იკითხო, რას აკეთებს სახელმწიფო შენთვის, იკითხე რისი გაკეთება შეგიძლია შენ საკუთარი სახელმწიფოსთვის!“
გავიხსენებ ჩემს პირველ ჩამოსვლას საქართველოში, როდესაც ადგილობრივი ებრაელები მეკითხებოდნენ, რას გვპირდება ისრაელის სახელმწიფო. მაშინ მათ მოვუყვანე ასეთი მაგალითი, რომ სამშობლო ისევეა, როგორც დედა, რომელმაც ჩვენი გაჩენით უკვე ყველაფერი მოგვცა და კიდევ კითხვების დასმა, რომ რას გვაძლევს ის ჩვენ, აზრს მოკლებულია. მიუხედავად ყველა პრობლემისა, ასაკისა, ჯანმრთელობისა, დედა თითოეული ჩვენგანისთვის მაინც არის იდეალი, ყველაზე ლამაზი და მის მიმართ ყველა კითხვა ზედმეტია...
ვრცლათ