ביקור ראש עיריית טביליסי בישראל

ראשי >השקעות בגאורגיה>ביקור ראש עיריית טביליסי בישראל
ביקור ראש עיריית טביליסי בישראל
ראש עיריית טיבליסי הגיע לירושלים, כדי לאתר יזמים ומשפצי בתים ישנים בבירת גאורגיה "המיסים אצלנו נמוכים, אין ביורורקטיה, אין שוחד"
▪ ▪ ▪
 
"בטיבליסי, בירת גאורגיה, יש בתים ישנים בשטח כולל של 10 מיליון מ"ר, הזקוקים להתחדשות" - כך אמר (יום ב', 17.8.15) ראש עיריית טיבליסי, דוד נרמניה. הוא הגיע לירושלים כדי להשתתף בוועידה כלכלית, שאירגנה לשכת המסחר והעסקים ישראל-גאורגיה. הוועידה נערך במלון וולדורף אסטוריה בירושלים.
 
בדברו לפני אנשי עסקים ויזמים הישראלים שהגיעו לוועידה, אמר ראש העירייה: "דלתותינו פתוחות בפניכם. אצלנו אפס ביורוקרטיה. רק שישה סוגי מיסים, כולם נמוכים. המשבר הכלכלי פסח עלינו, ואנחנו במו"מ להסכם סחר חופשי עם מדינות אירופה. כדאי לאנשי עסקים מישראל להגיע אלינו, לייצר ולמכור למדינות אירופב במכס נמוך".
 
נרמניה מנה את ההזדמנויות העסקיות: "בנייה מחודשת של בניינים ישנים. יוזמות בנדל"ן, תיירות, גם מישראל, ההולכת וגדלה. יזמים ישראלים בונים כבר היום בתי מלון בגאורגיה. אנחנו חייבים להכפיל בתוך שנתיים את מספר בתי המלון!, כל האזרחים הם אוהבי ישראל!" .
 
הממונה על ההשקעות במדינה, גיאורי פרטייה, הוסיף: "המדינה מדורגת במקום הרביעי בעולם מבחינת הקלות לעשיית עסקים אצלנו וגם אין שוחד".
 
בנאומו לפני היזמים ואנשי העסקים הישראלים שהגיעו לארוע ציין נרמניה: "הדלתות של טבילסי פתוחות בפניכם ואני רוצה שתצליחו בהשקעות שלכם בעיר על מנת שעוד יזמים ישראלים יגיעו אחריכם. טביליסי נוחה להשקעות, יש אצלנו אפס בירוקרטיה , יש לנו בסך הכל 6 סוגי מיסים , 85% ממיסי הייבוא במדינה בוטלו ובמקרים בודדים משלמים מיסים הנעים בין 5% ל – 12% .
 
המשבר האזורי פסח על גאורגיה והיא מתקדמת בצעדי ענק להסכם סחר חופשי עם אירופה זה מאפשר לאנשי עסקים לשקול גם השקעות בתחום הייצור והתעשייה ומכירת מוצרים לאירופה במיסוי נמוך. בתחום הנדל"ן והתיירות יש גם פוטנציאל גדול. בעיר הבירה טיבילסי יש 10 מיליון מ"ר של מגורים ישנים הדורשים בניה מחודשת .
 
מדי שנה יש גידול של 22% בתיירות הנכנסת לטביליסי מה שמצריך בנייה של הרבה בתי מלון כבר היום יש הרבה יזמים ישראלים שבונים בתי מלון בגאורגיה ואני מכיר אישית את כל הפרויקטים ואת כל היזמים ועושה הכל על מנת שזה יתקדם מהר לפי התחזיות שלנו בעקבות הגידול בתיירות עד 2017 נצטרך פי 2 חדרי מלון בטיביליסי ואני מבטיח לכל יזם שיגיע לעיר קשר וטיפול אישי עד להשלמת הפרויקט . במסגרת הכנס הציג גאורגי פרטייה הממונה על ההשקעות בגאורגיה כי המדינה מדורגת במקום רביעי בעולם במדינות שקל לעשות בהם עסקים, כל המיסים משולמים בצורה אלקטרונית ועל פי השוואות בינלאומיות בגאורגיה השנה היה 0% שימוש בשוחד.
 
איציק משה יו"ר לשכת העסקים ישראל גאורגיה הציג בכנס רשימה של מספר בתי מלון שמשקיעים ישראלים עומדים לבנות בקרוב בהיקף כולל של כ- 70 מיליון דולר.
 
במהלך ביקורו של נרמניה בישראל התקיימה פגישת עבודה בין נרמניה לבין ראש עיריית ירושלים, ניר ברקת, וסגן יו"ר הכנסת, חיליק בר, המכהן כיו"ר אגודת ידידות עם גאורגיה בכנסת ושניהם השתתפו בכנס הכלכלי. ניר ברקת ראש עיריית ירושלים בירך על שיתוף הפעולה בין הערים וציין כי היום זה עידן הערים וניתן להגיע לתוצאות מצוינות בשת"פ בין ערים לעיתים יותר מבין שת"פ בין מדינות . חיליק בר סגן יו"ר הכנסת ציין כי הוא היה בטיבילסי כבר 16 פעמים "התאהבתי באנשים, בגאורגיה 100 אחוז מהתושבים הם פרו ישראלים עם לב גדול ורצון לחזק את הקשרים ולכן אני מברך על שיתוף הפעולה".
 
ראש עיריית ירושלים, ניר ברקת, בירך על שיתוף הפעולה בין הערים וציין כי "היום זה עידן הערים", וכי ניתן להגיע לתוצאות טובות בשיתוף פעולה בין ערים, לעיתים יותר מאלה המושגות משיתוף פעולה בין מדינות. 
 
 
בתמונה: ראש עיריית טבליסי, דוד נרמניה (Davit Narmania) צילום: יח"צ 
 
 אלבום תמונות מהביקור .... לחץ כאן   
  
თბილისის მერი დავით ნარმანია ვიზიტით ისრაელში

„მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია, მინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება“, – ამის შესახებ საქართველო- ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ ისრაელში ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
 
ისრაელში ბიზნესფორუმის ღონისძიებას თბილისის მერი და ქართული დელეგაციაც დაესწრო.
 
იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით, იერუსალიმში პირველად განხორციელდება ინვესტიცია ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით – ებრაელი და ქართველი ბიზნესმენები ისრაელის დედაქალაქის ცენტრში ააშენებენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს. „უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილი პროექტების ჯამური მოცულობაა 100 მილიონი დოლარი. ესაა ახალი ინვესტიცია, ახალი სახეები, ახალი ინვესტორები“, – განაცხადა ბიზნესფორუმზე იციკ მოშემ.
 
მისივე თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, 8-9 სექტემბერს თბილისს ისრაელის დელეგაცია ეწვევა.
 
ისინი თბილისში ადგილობრივ პარტნიორებს შეხვდებიან, ისრაელიდან ასევე ჩამოვა მედიაჯგუფი, რომელიც თბილისის ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე პროექტებს და პროგრამებს გაეცნობა.
 
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებითა და ისრაელში საქართველოს საელჩოსა და ქნესეთის მხარდაჭერით, 17-18 აგვისტოს გაიმართა თბილისის მერის დავით ნარმანიას ოფიციალური ვიზიტი ისრაელში.
 
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და ქართველი ბიზნესმენები.
 
დავით ნარმანიამ პირველი შეხვედრა ისრაელის Hi-tech-ის წარმომადგენლებთან გამართა.
 
თბილისის მერმა გამოთქვა სურვილი, ისრაელის Hi-tech-ის კომპანიამ ინვესტიცია თბილისშიც განახორციელოს და ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები ქართულ მხარეს Hi-tech-ის დანერგვაში დაეხმარებიან.
 
თბილისის მერმა შემდეგი შეხვედრა იერუსალიმის მერთან, ნირ ბარკათთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
 
დავით ნარმანიამ თავის კოლეგას ვიზიტის მიზნები გააცნო. მისი თქმით, ამ ვიზიტისას გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი.
 
“ჩემი ვიზიტი ემსახურება სამ მიმართულებას: პირველი არის ინვესტიციის მოზიდვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, მეორე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და მესამე, მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის, მე პირადად ვარ გარანტი, რომ ხელი შეეწყობა პროექტების განხორციელებას. გვერდში დავუდგები თითოეულ ინვესტორს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ნირ ბარკათი თბილისის საინვესტიციო გარემოთი, ტურიზმითა და სამედიცინო სფეროთი დაინტერესდა.
 
მისი თქმით, ტურიზმის განვითარება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. იერუსალიმის მერი დავით ნარმანიას ძველი ქალაქის განვითარების გამოცდილების გაზიარებას დაპირდა. ამასთან, მისი თქმით, ის დაავალებს მერიაში არსებულ ტურიზმის სამსახურს, გამოცდილება გაუზიაროს თბილისის მერიას.
 
მერების შეხვედრის შემდეგ, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ ქართული დელეგაცია ებრაელ ინვესტორებს პირადად შეახვედრა.
 
ბიზნეს ფორუმი, რომელსაც ესწრებოდა ასამდე ისრაელელი, ამერიკიდან და გერმანიიდან ჩამოსული ებრაელი ბიზნესმენი, საქართველო- ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ გახსნა.
 
მისი თქმით, საქართველო- ისრაელის ურთიერთობებში დღევანდელი ფორუმი იერუსალიმში არის ისტორიული მოვლენა, რომელიც მყარ საფუძველს დაუდებს საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს.
 
„ბატონო მერებო, თქვენი მონაწილეობით, პირველად დაარსდა პირდაპირი საქმიანი და პროფესიონალური კავშირები. ეს ფაქტი არანაკლებად მნიშვნელოვანია ბიზნესმენებისთვის, რომ მათ იცოდნენ საქართველოში არსებული განწყობა და ინტერესი, რომ ეს იყოს პირდაპირი კავშირები, შუამავლების გარეშე, ყველა დონეზე“, – განაცხადა იციკ მოშემ.
 
მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის ბიზნესპროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
 
„მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელური ინვესტიციები გაყინულია, მინდა წარმოგიდგინოთ უკვე მზა პროექტები, რომელთა განხორციელება ისრაელური ინვესტიციით თბილისში სულ მალე დაიწყება. ესენია: სასტუმრო „გერგეთი“ – დაიწყება 9/2015 – მოცულობა 25 მლნ დოლარი; სასტუმრო „Art Hotel“ – 9/2015 – 12 მლნ დოლარი; სასტუმრო-ბუტიკი “რუსთაველი” – 9/2015 – 5 მლნ დოლარი; სასტუმრო აპარტამენტები – 12/2015 – 7 მლნ დოლარი სასტუმრო და ბიზნეს ცენტრი – 12/2015 – 20 მლნ დოლარი; მოდერნიზებული სამრეცხაო – 9/2015 – 2.5 მილიონი დოლარი; Hi-tech-ის პირველი ისრაელური ექსელერატორი საქართველოში.“
 
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იერუსალიმის მერმა ნირ ბარკათმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. საქართველოსა და კერძოდ თბილისის ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესახებ პრეზენტაცია გამართეს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ და თბილისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე მარგიშვილმა.
 
სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერი პოტენციურ ინვესტორებს მათი ინვესტიციების დაცვასა და ხელშეწყობას დაპირდა. ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ, თბილისის მერმა შეხვედრა გამართა ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ხილიკ ბართან და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.
 
ამ შეხვედრას საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშეც ესწრებოდა. როგორც ხილიკ ბარმა აღნიშნა, ისრაელის ქნესეთის კარები ღიაა საქართველოსთვის, ხოლო მეგობრობის ჯგუფი ქართველ კოლეგებთან სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობის გააქტიურებას აპირებს.
 
თავის მხრივ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ანტისემიტიზმი არ არსებობს, ქართული მხარე კი ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს ისრაელს. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ ორგანიზებული ვიზიტის მეორე დღეს თბილისის მერს თელ-ავივის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც დავით ნარმანიამ აკადემიური პერსონალის წინაშე წაიკითხა საჯარო ლექცია თბილისში მიმდინარე რეფორმებზე.


17-08-2015

17-08-2015

 
בתמונה: ראש עיריית טביליסי, דוד נרמנייה, אולגה לוריה, עיריית נתניה, איציק משה
 
17-08-2015

17-08-2015

17-08-2015

17-08-2015

 
 
הוספת תגובה

מבזקים

האם תבקר השנה בגאורגיה?


חיפוש


לקישורים נוספים...